29 სექტემბერი: ქვეყანაში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევაა - შიდა ქართლში 9
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

,,დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში არის 5 866 კოვიდინფიცირებული რეგისტრირებული. დღეის მდგომარეობით დაემატა 314 ახალი პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ გახლავთ 2 324. გუშინ დაემატა 270 პაციენტი. ამჟამად მკურნალობას გადის 3 542 კოვიდინფიცირებული, აქედან 25 გახლავთ კრიტიკული, 23 მათ შორის მართვის სუნთქვაზე იმყოფება, რომელთაგან 7 პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი. რეგიონების მიხედვით კვლავ ლიდერობს აჭარა 225 ახალი შემთხვევით, თბილისში 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში 22, სამეგრელო- ზემო სვანეთში 18, შიდა ქართლში 9, სამცხე-ჯავახეთში 3, ქვემო ქართლში 1 და გურიაში 1,"-მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობას, ამ ეტაპზე COVID-19-ით უკვე 33 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 , COVID სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი - 800-ს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები