ახალი ამბები
30 სექტემბერი: საქართველოში კორონავირუსის ახალი 326 შემთხვევა დადასტურდა - გარდაიცვალა 1 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 1 ადამიანი - 37-ე პაციენტი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 2324-ს შეადგენს.

ჯამში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში - 5413 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში- 869

ქვეყანაში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები