ახალი ამბები
ოსიაურში დადასტურებული ორი შემთხვევა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს უკავშირდება
ოსიაურში დადასტურებული ორი შემთხვევა თვითიზოლაციაში მყოფ პირებს უკავშირდება. კორონავირუსი ორ ადამიანს გუშინ, 29 სექტემბერს დაუდასტურდა.

შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ამ სოფლის მკვიდრები კასპელი მედდასგან დაინფიცირდნენ.

დაინფიცირებულ ოჯახში მოსწავლეებიც იზრდებიან, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ისინი სკოლაში არ დადიოდნენ.

ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში ხაშურის მუნიციპალიტეტში სულ 3 დადასტურებული შემთხვევა.

,,სამივე მსუბუქი მიმდინარეობისაა. მათგან ერთი გამოჯანმრთელების სტადიაშია (პირველი პჯრ ტესტი ურყოფითია, ველოდებით მეორე პასუხს). 2 მათგანი კასპის შემთხვევის კონტაქტებია, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. დღეისათვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 პიროვნება.'' - აცხადებს ხაშურის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში.

სექტემბრის თვეში ჩატარდა 700-ზე მეტი მიზნობრივი ტესტირება სხვადასხვა რისკ ჯგუფებში.(ყველა პასუხი უარყოფითია).

Print

სტატიის გამოყენების პირობები