საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტახნის
წინ გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ით 43 ადამიანია
გარდაცვლილი.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ
დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 6 640 შემთხვევაა
დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 295 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 714-ს
შეადგენს.
სტატიის გამოყენების პირობები