საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8 696 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 375 პაციენტი და მათი საერთო
რაოდენობა 4 619-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 52-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს
შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.
სტატიის გამოყენების პირობები