ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ჯამში 59
მეორე ტალღის პირობებში შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 59-ს მიაღწია. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბოლო 24 საათში, რეგიონში 6 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ქვეყანაში - 578-ია.

„ახალი ექვსი შემთხვევიდან, 3 ადამიანი წარმოადგენს „ჯიპისი“-ს აფთიაქის კლასტერს, 1 ინფიცირებული სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპო“-ს თანამშრომელია, 1 პირს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 1 კი - ციციშვილის კლინიკის კლასტერია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში შიდა ქართლში 59 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 18 ინფიცირებულს მკურნალობა სახლის პირობებში უტარდება, დანარჩენები კი კოვიდკლინიკებში არიან მოთავსებულები.

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 375 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 4 619​-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 52​-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები