შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
შიდა ქართლში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის გობერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

გულედანის ინფორმაციით, 6 ახალი შემთხევიდან ორი  ,,ჯი პი სი“-ს აფთიაქის კონტაქტებია, ხოლო დანარჩენი ოთხი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია:

,,გუშინ შიდა ქართლიდან გადაგზავნილი იყო 137 ნიმუში, საიდანაც 6 აღმოჩნდა დადებითი. ახალი შემთხვევებიდან ორი არის ,,ჯი პი სი“-ს აფთიაქის "კლასტერი“, ხოლო დანარჩენი 4-ის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობთ უცნობია. 6 ახალი შემთხვევიდან ერთი გახლავთ არასრულწლოვანი. იმ სკოლის კლასი, სადაც ეს ბავშვი სწავლობს გადასულია ონლაინ სწავლებაზე. მოძიებულია ყველა ახალი ინფიცირებულის კონტაქტები და მიმდინარეობს ღრმა ეპიდ.კვლევა. ამ ეტაპზე შიდა ქართლში გვყვავს 71 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 17 მკურნალობას სახლში გადის. ყველა მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური. ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი,“- განაცხადა გულედანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები