ახალი ამბები
,,ადამიანის უფლებათა ცენტრი'' პანდემიის პირობებში უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს
7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, პროექტის „ადამიანის უფლებათა მონიტორინგი და ადვოკატირება პანდემიის შემდეგ“ გასვლითი ვიზიტები გამართა შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში. პროექტის იურისტები აღნიშნულ რეგიონებში შეხვდნენ ადგილობრივ მოქალაქეებს და გაესაუბრნენ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარების თემებზე. 7 ოქტომბერს, ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის იურისტი მოქალაქეებს შეხვდა ქალაქ ხაშურში და დაბა სურამში.

შეხვედრების დროს, ცენტრის წარმომადგენლებმა დაარიგეს პროექტის ფარგლებში მომზადებული ბროშურები, სადაც მითითებულია პროექტის იურისტებისა და ორგანიზაციის ოფისების საკონტაქტო ტელეფონები. ადგილზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა გასცეს 26 იურიდიული კონსულტაცია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლი, კახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი და სამეგრელო.

პროექტი 2020 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები