ახალი ამბები
9 ოქტომბერი: საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 10 შიდა ქართლში
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი, 527 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახბ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაიცვალა 6 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვლილ 6-ვე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა, სხვადასხვა ღონისძიების გატარების მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

„ამჟამად საერთო რაოდენობა გარდაცვლილთა გახლავთ 72. გუშინ გარდაიცვალა 6 პაციენტი. აქედან 1 პაციენტი გარდაიცვალა გორში - 58 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, ბათუმში გარდაიცვალა 68 წლის პაციენტი, რომელსაც ასევე ჰქონდა თანმხლები დაავადებები, ქობულეთში გარდაიცვალა 2 პაციენტი - 55 და 61 წლის ქალები და ქუთაისში გარდაიცვალა 81 წლის ქალბატონი. ყველა ამ პაციენტს ჰქონდა მძიმე თანმხლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია და შესაბამისად, მათი გამოყვანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა. მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

"საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა -190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა - 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთშია - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში -10 პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3, სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევა", - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები