გორის ჰოსპიტალში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 10 ახალი შემთხევა დადასტურდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა.

გულედანის თქმით, გუშინ გორის ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილი ორი პაციენტიდან, ერთი შიდა ქართლში მაცხოვრებელი იყო:

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 5 გახლავთ შიდა ქართლში რეგისტრირებული მოქალაქე, ხოლო დანარჩენი ხუთი მოქალაქის საცხოვრებელი მისამართის დადგენა მიმდინარეობს. ყველა მათგანის კონტაქტები გამოკვლეულია და  იმყოფებიან თვითიზოლაციაში.  ჩვენს მუიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალი კოვიდინფიცირებული ხუთი პაციენტიდან, ერთი არის ,,ფარმადეპოს“ ‘’კლასტერი’’, ერთი გუშინ დადასტირებული მესამე სკოლის მოსწავლის კონტაქტი, დანარჩენ სამ შემთხვევაზე მიმდინარეობს ეპიდემოლოგიური კვლევა. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე შიდა ქართლში გვყვავს 81 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 27 მსუბუქი მიმდინარეობისაა და მკურნალობას სახლში გადის, დანარჩენები გადაყვანილები არიან სხვადასხვა კოვიდ კლინიკებში. ორი გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს, ერთ-ერთი ჩვენი რეგიონიდან იყო, აღნიშნულ პირს აღენიშნებოდა სხვადასხვა დაავადებები, ჰქონდა გულის უკმარისობა და ინსულტი გადატანილი. მეორე გარდაცვლილი, რომელიც მკურნალობას გორში გადიოდა, არ იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, აქედან გამომდინარე ინფორმაციას არ ვფლობ,“- აღნიშნა სიმონ გულედანმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები