თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების
ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში
გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178
თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურდა 478 ახალი
შემთხვევა, ცოტა შემცირდა. შესაბამისად, ამჟამად, ქვეყანაში სულ
დაფიქსირებულია 12 272 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 50
პროცენტზე მეტია, დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი.
ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა,
თბილისში -178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო
ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში
– ოთხი“, – განაცხადა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძის განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი
კორონავირუსით ინფიცირებული 5 734 პაცენტიდან 50-ის მდგომარეობა
კრიტიკულად მძიმეა. აქედან, 31 ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება,
29 კი სიპაპრეჟიმზეა.
სტატიის გამოყენების პირობები