ახალი ამბები
სამთავისის სკოლაში კორონავირუსი მე-11 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში კორონავირუსი მეთერთეტე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა სიმონ გულედანმა განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში დადასტურებული 25 შემთხვევიდან რამდენიმე ინფიცირებული კასპის მუნიციპალიტეტში, მათ შორის, სამთავისში ცხოვრობს.

აღნიშნული სკოლის მე-11 კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. 

სიმონ გულედანმა ისიც განმარტა, თუ რატომ ასახელებს განსხვავებულ მონაცემებს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ოფიციალურ მონაცემებს შორის. 12 ოქტომბერს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ შიდა ქართლში 6 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, გულედანი კი, - 15-ს ასახელებდა. გულედანის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბში უფრო ადრე მიდის.

,,შესაბამისად, დღევანდელ 25 რიცხვში შედის ის ციფრი, რომელიც მე გუშინ დავასახელე" - აღნიშნა გულედანმა.

იხ. გაგრძელება:

როგორ გაჩნდა სამთავისის თემში კორონავირუსის 1 შემთხვევა
Print

სტატიის გამოყენების პირობები