ახალი ამბები
როგორ გაჩნდა სამთავისის თემში კორონავირუსის 1 შემთხვევა
ოჯახის წევრებმა, სკოლის ადმინისტრაციამ და ინფექციონისტებმა ადვილად დაადგინეს ის სავარაუდო კონტაქტი, საიდანაც სამთავისის მე-11 კლასის მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა. სამთავისის სკოლაში რამდენი სოფლის მოსწავლე სწავლობს და ამის გამო კონტაქტების ძიებაში ჩართულმა პირებმა წყაროსაც მიაკვლიეს.

როგორც ირკვევა, მე-11 კლასის მოსწავლე ჩართულია ახალგაზრდული თეატრალურ ცხოვრებაში და ის თბილისში, ერთ-ერთ სტუდიაში სწავლობს. ინფექციონისტების მოკვლევით, წინა დღით, კორონავირუსი სწორედ ამ სტუდიის ერთ-ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.

,,ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო სავარაუდო კონტაქტის დადგენა, რადგან ჩვენს თემში მოგეხსენებათ სამთავისის გარდა ძალიან ბევრი სოფელია, საიდანაც მოსწავლეები დადიან. ინფექციონისტებმა და მათ შორის დედამაც ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს და დაგვეხმარნენ კონტაქტების დადგენაში. ყველა ასე ფიქრობს, რომ კორონავირუსით ჩვენი მოსწავლე თბილისში ამ თეატრალური სტუდიიდან დაინფიცირდა" - აცხადებს სამთავისის სკოლის დირექტორი. 

მისი თქმით, ტესტირება დედამაც ჩაიტარა, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურა. მე-11 კლასელები კი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

იხ. ამავე თემაზე:

სამთავისის სკოლაში კორონავირუსი მე-11 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები