ახალი ამბები
მეტეხის #1 სკოლის 4 მოსწავლე კორონავირუსით ბებიებისგან დაინფიცირდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, 1-ელი სკოლის 4 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ სიმონ გულედანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სკოლა დისტანციურ სწავლების მეთოდზე გადავიდა. მეტეხში სულ ორი სკოლაა. მეორე სკოლა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

ამ ოთხი მოსწავლიდან 3 ბავშვი ერთ ოჯახში ცხოვრობს. ეპიდემიოლოგებმა სავარაუდო კონტაქტი დაადგინეს. მოსწავლეები ბებიებისგან დაინფიცირდნენ, რომლებიც თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ.

სკოლის დირექტორის თქმით, პირველი საჯარო სკოლა მინიმ ორი კვირის განმავლობაში, მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი, 25 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში კი,- 569 შემთხვევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები