COVID-19
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 214პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსით, კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები