ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა - რეგიონები
კორონავირუსით ინფიცირების 958 შემთხვევიდან 226 აჭარაში დაფიქსირდა, 397 კი თბილისში. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ისაუბრა.

მარინა ენდელაძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.

„ აჭარაში - 226 ახალი შემთხვევაა, თბილისში- 397 , იმერეთში - 232, სამეგრელო ზემო სვანეთში - 27, შიდა ქართლში - 14, ქვემო ქართლში - 20, მცხეთა-მთიანეთში- 15, კახეთში-13 , სამცხე-ჯავახეთში არის- 8, გურიაში-6 ახალი შემთხვევა გვაქვს“,-განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი. კორონავირუსით, კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები