ახალი ამბები
შიდა ქართლში 2 პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
რეგიონში კორონავირუსის მეორე ტალღის პერიოდში ინფიცირებული 163 პაციენტიდან 2 გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს.

თვითიზოლაციის ყოფნის პერიოდი კი 87 ადამიანს დაუმთავრდა. 38 ადამიანი კი ბინაზე მკურნალობს.

,,ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში დადასტურდა 14 ახალი შემთხვევა. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაწილს მკურნალობა უტარდება სტაციონარში, ნაწილს კი - ბინაზე. ინფიცირებულთაგან 4 არასრულწლოვანია.
სულ, რეგიონში, 163 ინფიცირებული გვყავს, აქედან 38 პირს ბინაზე უტარდება მკურნალობა." - აცხადებენ საკოორდინაციო შტაბში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები