ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

დინა გასიევის თქმით, ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაიზარდა.

დღეს დილით, დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის, მარინა ყოჩიევის განცხადებით, COVID-19– ზე ჩატარებული 170 გამოკვლევიდან 57 – მა ტესტმა აჩვე. რაც შეეხება საერთოდ რაოდენობას, 15 სექტემბრიდან დღემდე დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირებულია 194 ადამიანი. 15 სექტემბერს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები