ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა - გარდაიცვალა 1 ქალი
ბოლო 24 საათში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ახალი, 57 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარის, მარინა ყოჩიევის ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი, 88-წლის ქალი, რომელსაც თანხმლევი დაავადებები ჰქონდა.

ყოჩიევი აღნიშნავს, რომ ,,რესპუბლიკაში" კოვიდშემთევევებმა მას შემდეგ მოიმატა, როდესაც რუსეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. 15 სექტემბრიდან დღემდე ცხინვალში კოვიდის 194 შემთხვევა დადასტურდა.

ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინფიცირებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები