ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 5 შემთხვევა დადასტურდა. ამის
შესახებ ინფორმაციას ხაშურის საზოგადებრივი ჯანდაცვის ცენტრი
ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ეს რიცხვი 17 სექტემბრის მონაცემებს
ეყრდნობა. ,,მათგან 3 მსუბუქი პაციენტი, მკურნალობს ბინაზე.
თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 67
პიროვნება." - აღნიშნულია ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის
განცხადებაში.
20 ოქტომბრიდან კი ხაშურის საჯარო და კერძო სკოლებში თანამშრომელთა
ეტაპობრივი ტესტირება დაიწყება, თუმცა, როგორც რესურსცენტრის უფროსი
ამბობს, 5 დადასტურებული შემთხვევიდან არც ერთია პედაგოგი.
,,ჩვენთან, კერძო და საჯარო სკოლების 1217 თანამშრომლის 16%
გაიტესტება კოვიდ-19-ზე. შემთხვევითი პრინციპით შერჩეულია 195
თანამშრომელი - მასწავლებელი, ადმინისტრაცია, ტექ.პერსონალი და სხვა.
პერმანენტულად გაგრძელდება სხვა თანამშრომლების მიმართაც." - აცხადებს
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.
სტატიის გამოყენების პირობები