ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის ახალი 23 შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან შიდა ქართლში - 23. გუშინ იყო - 64.

"თბილისში დაფიქსირდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში -295, ქვემო ქართლში-76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 66, მცხეთა- მთიანეთში -23, შიდა ქართლში-23, კახეთში -20, სამცხე ჯავახეთში-18, გურიაში-15, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-1",-განაცხადა საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები