ახალი ამბები
21 ოქტომბერს გორის სკოლებში კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევაა დადასტურებული
ბოლო 24 საათში, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა გვითხრა.

მისი თქმით, სიტუაცია უცვლელია მას შემდეგ, რაც გუშინ რამდენიმე სკოლაში კოვიდინფიცირების ერთეული შემთხვევა დადასტურდა.

20 ოქტომბრიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა მერეთის სკოლა, სადაც კორონავირუსი 2 პედაგოგს დაუდასტურდა, 19 ოქტომბრიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასულია გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს.

რაც შეეხება რეგიონს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევაა. რაც გაცილებით ნაკლები 20 ოქტომბრის მონაცემებთ

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან თბილისში დაფიქსირდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში -295, ქვემო ქართლში-76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 66, მცხეთა- მთიანეთში -23, შიდა ქართლში-23, კახეთში -20, სამცხე ჯავახეთში-18, გურიაში-15, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-1. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები