ახალი ამბები
შიდა ქართლში კოვიდინფიცირებული 295 პაციენტიდან ბინაზე 155 პირი მკურნალობს
შიდა ქართლის მასშტაბით კორონავირუსით 295 ადამიანია ინფიცირებული. აქედან, ბინაზე 155 პირი მკურნალობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რეგიონის მასშტაბით ამჟამად მათი რიცხვი 1130 პირია.

,,შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კოვიდინფიცირების 23 ახალი შემთხვევა. ნაწილის ინფიცირების წყარო ცნობილია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. რისკჯგუფების გადაყვანა ხდება კლინიკაში, ხოლო მსუბუქი პაციენტები (155 პირი) მკურნალობას გადიან ბინაზე, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.'' - აღნიშნულია შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან თბილისში დაფიქსირდა 445 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში -295, ქვემო ქართლში-76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 66, მცხეთა- მთიანეთში -23, შიდა ქართლში-23, კახეთში -20, სამცხე ჯავახეთში-18, გურიაში-15, რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-1.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები