ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყანაში კი, - 1595 ახალი შემთხვევა.

ჯამში, რეგიონში 364 ინფიცირებულია. ქვეყნის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსს 178 ადამიანი შეეწირა.

,,დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 0'' - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ამ ეტაპზე, საქართველოში აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 12 007,

21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 584, აჭარაში - 646.

მძიმე პაციენტია 381, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში - 48, აჭარაში - 12. 1 848 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1144 - აჭარაში, ხოლო 555 - თბილისში. 7164 პირი მკურნალობს ბინაზე,

21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით. საკარანტინე სივრცეში 4 408 ადამიანია:

მათ შორის, თბილისში - 939, აჭარაში-2 221. სულ 6-21 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 285 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 931 პირი, საიდანაც თბილისში არის 4 097 ადამიანი, აჭარაში - 9 254, იმერეთში - 3 479.

,,ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები