ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი, ქვეყნის მასშტაბიც კი, - 398 პაციენტი.

ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს. ჯამში, რეგიონის მასშტაბით, 352 კოვიდინფიცირებულა, რომელთაგან ბინაზე მკურნალობს 173 პირი.

რისკის ჯგუფში შემავალი ყველა პაციენტი გადაყვანილია კოვიდ კლინიკაში და გადის მკურნალობას.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1167 პირი.

,,საქართველოში დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335, ქვემო ქართლში - 77, შიდა ქართლში - 69, გურიაში - 53, სამეგრელო და ზემო სვანეთში - 42, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში - 26, სამცხე-ჯავახეთში - 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 0'' - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები