ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა - ქვეყანაში 1941
საქართველოშო, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი, 1941 შემთხვევა დადასტურდა. აქედან, შიდა ქართლში - 68.

კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. გარდაიცვალა 10 ადამიანი. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტი არის 427, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი.

2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 10 257 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში 4 180 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში-2 183.

აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 16 121-ს აღწევს.

სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, იმერეთში - 3 741.

,,ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას,'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს - 10 163-ს, ხოლო 193 - გარდაცვალების ჯამური შემთხვევა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები