COVID-19
შიდა ქართლში 455 ინფიცირებულიდან 235 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს
24 ოქტომბრის მონაცემებით შიდა ქართლის რეგიონში კოვიდინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უცნობი ინფიცირების წყაროს მქონე 59 პირია, ყველა მათგანზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. კონტაქტები გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 455 აქტიური შემთხვევა. ბინაზე მკურნალობას 220 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 1155 პირი.

საქართველოშო, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის ახალი, 1941 შემთხვევა დადასტურდა. აქედან, შიდა ქართლში - 68.

კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 1034 შემთხვევა, აჭარაში - 320, იმერეთში - 258, ქვემო ქართლში - 107, შიდა ქართლში - 68, გურიაში - 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 36, სამცხე-ჯავახეთში - 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2.

24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. გარდაიცვალა 10 ადამიანი. 3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტი არის 427, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი.

2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 10 257 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში 4 180 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში-2 183.

აქტიური ინფიცირებული შემთხვევა 16 121-ს აღწევს.

სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, იმერეთში - 3 741.
Print

სტატიის გამოყენების პირობები