ახალი ამბები
27 ოქტომბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 - გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 11 ადამიანი. ინფიცირებულთა შორის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ნაწილზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ინფიცირებულთა ყველა კონტაქტი გადაყვანილია თვითიზოლაციაში.

ამის შესახებ შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბიდან გვაცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ამჟამად რეგიონში კოვიდინფიცირების 573 აქტიური შემთხვევაა.

ბინაზე მკურნალობას გადის 303 ინფიცირებული პირი, საჭიროების მქონე და რისკის ჯგუფში შემავალი პაციენტები მკურნალობენ კოვიდ კლინიკებში. დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაციიდან მოიხსნა 114 პირი, ხოლო ამჟამად თვითიზოლაციაში რჩება 1201 ადამიანი.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 824 შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 712 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, როგორც სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოვლენილია - 545 შემთხვევა, იმერეთში - 305, ქვემო ქართლში - 48, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 24, სამეგრელო და ზემო-სვანეთში - 63, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში - 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 ადამიანი.

3 847 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 238 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, 13 146 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში 3 757 ადამიანია. სულ 6-26 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან (საკარანტინო სივრცეში)გადაყვანილია - 8 918 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 067 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები