სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების გამო კასპის საავადმყოფო
დაიკეტა.
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შენობაში ის თანამშრომლებიც არ
შეუშვეს, ვინც კარანტინის გამოცხადების შემდეგ სამსახურში მივიდა.
,,ვერ შეგიშვებთ, კარანტინია" - უთხრა მიმღები განყოფილების
წარმომადგენელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის
წევრებს.
,,მაზმიშვილის საბუთები მინდა წავიღო"- უთხრა სასწრაფოს ექიმმა
საავადმყოფოს ადმინისტრაციას.
,,ვერ შეგიშვებთ, ჩვენც არ ვიცით, რა გველოდება"- უპასუხეს ეზოს შიდა
მხრიდან.
ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენი თანამშრომელია დაინფიცირებული,
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ვერ გვიპასუხეს - ხვალ იქნება ზუსტი
პასუხიო.
,,ახლა ვერავის მივიღებთ, მივიღებთ მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებს.
გუშინ კი ჩვეულებრივ ვმუშაობდით"- გვითხრეს ადმინისტრაციის
თანამშრომლებმა.
დაკეტილია ასევე სადღეღამისო აფთიაქიც, რომელიც საავადმყოფოს გვერდით
მდებარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები