COVID-19
12 ნოემბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევიდან 1 033 თბილისში, 502 აჭარაში, 517 იმერეთში, 126 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„ქვემო ქართლი – 192, გურია – 95, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 332, კახეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 107, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 358 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 33 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები