ახალი ამბები
ხაშურის კოვიდკლინიკაში მართვით სუნთქვაზე 8 პაციენტი იმყოფება
ხაშურის კოვიდკლინიკაში მართვით სუნთქვაზე 8 პაციენტი იმყოფება. ამის შესახებ კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კოვიდკლინიკას 10 საწოლი დაემატა, რადგან გახსნისას ეს კლინიკა 80 პაციენტზე იყო გათვლილი.

გუშინ საღამოს კი, ხაშურის რესურსცენტრის უფროსმა გაავრცელა ინფორმაცია იმ ახალი სკოლების შესახებ, სადაც სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 342 პირი. გარდაიცვალა 37 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
Print

სტატიის გამოყენების პირობები