ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში კორონავირუსი 87-წლის ქალმა დაამარცხა
გორის ჰოსპიტალში კორონავირუსი 87-წლის ქალმა დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციურ განყოფილებაში დაგვიდასტურეს.

ჰოსპიტლის, ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ჯავახიშვილის თქმით, ქალბატონი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანიდანაა.

,,დიახ, დღეს გავწერეთ 87-წლის ქალბატონი, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა" - გვითხრა ნელი ჯავახიშვილმა. 

გორის ჰოსპიტალი, ეპიდემიის პირველივე დღეებიდანვე, მკურნალობს პაციენტებს, რომლებიც კორონავირუსით არიან დაავადებული.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 342 პირი. გარდაიცვალა 37 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 3 473 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 493 შემთხვევა, აჭარა – 448, იმერეთი – 513, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 175, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 287, კახეთი – 98, მცხეთა-მთიანეთი – 119, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
Print

სტატიის გამოყენების პირობები