ახალი ამბები
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ინფორმაციას ოსური სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, PCR კვლევა COVID_19-ზე 151 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან დადებითი 36 აღმოჩნდა.

ამ დრომდე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მკურნალობას ჯამში 1291 ინფიცირებული ადამიანი გადის.

დე ფაქტო რესპუბლიკაში პანდემიის გამო სავალდებულოა ნიღბების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასევე გამოცხადებულია კარანტინის რეჟიმში, გარდა სასწავლო დაწესებულებებისა და საბავშვო ბაღების.

შეჩერებულია კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. ასევე აკრძალულია ქორწილები და სხვა დღესასწაულები.

სამხრეთ ოსეთის თვით გამოცხადებული ოპერატიული შტაბის თქმით, შემაკავებელი ზომები 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები