გორში მომსახურების სააგენტო ორი დღე არ იმუშავებს
გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 21 და 23 ნოემბერს არ იმუშავებს.

აღნიშნულ დღეებში მოქალაქეები, შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.

21 და 23 ნოემბერი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულში დასვენების დღეებად გამოცხადდა.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ ქვეყანაში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურსა და გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით - 21 და 23 ნოემბერი მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღეებად“, - ნათქვამია შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები