ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 37 ადამიანი
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ გაგზავნილი იყო 402 სინჯი. გამოჯანმრთელდა - 37 ადამიანი.

ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, თვითიზოლაცია მოეხსნა 182 პირს.

ჯამში, რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობა - 3175, მათ შორის - 1158 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაშია 2125 პირი.

ასევე, ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება - 0 ადამიანი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარაში – 554, იმერეთში – 637, ქვემო ქართლში – 268, შიდა ქართლში – 258, გურიაში – 119, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 400, კახეთში – 219, მცხეთა-მთიანეთში – 108, სამცხე-ჯავახეთში – 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები