შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენდა
კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა. სულ აღებული და
გაგზავნილი იყო 96 სინჯი.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან
მოგვაწოდეს.
მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 124
ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 113 პირს.
ამ ეტაპზე, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5250, მათ
შორის - 1647 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში, თვითიზოლაციაში კი
1733 პირი იმყოფება.
სტატიის გამოყენების პირობები