ახალი ამბები
გორში კორონავირუსით ექიმი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა
გორში ექიმი, უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.  

,,კლინიკაში შემოსვლისას მირიან არსაკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით, ფილტვის უკიდურესად მძიმე დაზიანებით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, განვითარდა მარჯვენა ფილტვის პნევმოთორაქსი ფილტვის სრული ჩაფუშვით, გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, თუმცა, ფილტვის დაზიანება კვლავ მაქსიმუმით - 24 ქულით ფასდებოდა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვითი სუნთქვის აპარატზე. კოვიდვირუსულ პნევმონიას თან დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გახდა სეპტიური შოკი" - ტატო ქაჯაია, ,,გორმედის" რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მირიან არსაკიძე წლების განმავლობაში გორის მოზარდთა პოლიკნილიკაში მუშაობდა. ბავშვთა და მოზარდთა პოლიკლინიკა გორში ამჟამად შპს ,,ნოვა მედის" სახელით ფუნქიონირებს.


დღეს საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 529 პირი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 808 თბილისში, 363 იმერეთში, 183 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 165 კი შიდა ქართლში გამოვლინდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები