საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 470 პირი,
ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 263 727-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 475 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 362 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 43,
ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 33, გურია - 26, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 36, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი -
2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 572,
საიდანაც: 1 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 729, აჭარაში - 157, იმერეთში - 309. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 289 პირი, მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში
- 37, იმერეთში - 84. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 104 პირი,
მათგან თბილისში - 65, აჭარაში- 8, იმერეთში - 11. 180 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 69 -
აჭარაში, 3 - იმერეთში. 839 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის
საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 302 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 89.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 127 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 970 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 122 პირი, აჭარაში - 443, იმერეთში - 763.
სტატიის გამოყენების პირობები