ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 5 მარტი
ბოლო 24 საათში დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, COVID-19 შემთხვევების რაოდენობა, 15-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს. მთავარი სანიტრის ანა გაგლოევას განცხადებით, 15 დადასტურებული შემთხვევა ჩატარებული 84 კვლევიდან გამოვლინდა.

ჯამში, პანდემიის პერიოდში, კორონავირუსი 3 096 მოქალაქეს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია 2600 პაციენტი. აღებულ იქნა 18 752 ტესტი.

ამჟამად, სამედიცინო დაწესებულებაში 496 პაციენტი მკურნალობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები