COVID-19
საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო
„ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“. ეს არის ერთნაირად მაღალი ხარისხის ვაქცინები. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატეხეს ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ", - აღნიშნა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პირველი ადამიანია საქართველოში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები