ახალი ამბები
ხაშურში 6 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ხაშურში 6 სკოლაში სწავლების პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, აქედან 3 სკოლა უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე, დანარჩენი 3 - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად გოგუაძის ინფორმაციით, ქალაქის კიდევ 2 სკოლაში დისტანციურ რეჟიმზე ცალკეული კლასები გადავიდნენ. მისი განმარტებით, პრევენციურლი ღონისძიებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, ატარებენ.

უფრო კონკრეტულად: დისტანციური სწავლების რეჟიმში იმყოფებიან:

ხაშურის N6 საჯარო სკოლა - 13 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით;
ხაშურის N2 საჯარო სკოლა-20 აპრილის ჩათვლით;
სურამის N4 საჯარო სკოლა- 20 აპრილის ჩათვლით;
სატივის საჯარო სკოლა- 20 აპრილის ჩათლით;
ხაშურის N3 საჯარო სკოლა - 19 აპრილის ჩათვლით.
ქვიშხეთის საჯარო სკოლა- 14 აპრილის ჩათვლით.

რაც შეეხება ცალკეულ კლასებს, ვითარება 2 სკოლაში ასეთია:

ხაშურის N4 საჯარო სკოლაში -18 აპრილის ჩათვლით;
ხაშურის N5 საჯარო სკოლაში - 17 აპრილის ჩათვლით;

,,გარდა ამისა, გრძელდება ყოველდღიური მონიტორინგი, სკოლებში ცოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ არსებული მექანიზმების გამართული ფუნქციონირების შემოწმებისთვის.'' - აცხადებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები