ვებინარი მასწავლებლებისთვის - „ბავშვთა მიმართ ძალადობა- ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“
16 მაისს, პედაგოგებისთვის გაიმართება ვებინარი თემაზე: „ბავშვთა მიმართ ძალადობა- ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი.“

ვებინარს გაძღვებიან მოწვეული ექსპერტები: მანანა ჯინჭარაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი, ვლადიმერ აფხაზავა - 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი და თეა გალახვარიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი.

ტრენინგზე განსახილველი საკითხებია:

. ბულინგი და ძალადობა
. სკოლაში სტიგმები და სტერეოტიპები
. ეფექტური კომუნიკაცია ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა
. უსაფრთხო სკოლის მონიტორინგი

ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ვებინარი ხორციელდება ფონდი Human Doc მიერ, მეგობრობის ხიდი ქართლოსის და ფონდი სოხუმის თანამშრომლობით პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ტრენინგის სრულად დასწრების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი და პედაგოგები მიწვეული იქნებიან დასკვნით ღონისძიებაზე ექსპერტებთან საერთო შეხვედრაზე , რომელიც დაგეგმილია ივლისში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლებში აქტივობების ხელშეწყობა, ექსპერტების და პარტიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით.

Print

სტატიის გამოყენების პირობები