თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
თორნიკე მერებაშვილის საქმეზე ბრალდებული მძღოლი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დღეს მიიღო.

60 წლის ზვიად კოჩუაშვილი 9 თვე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

საქართველოს კანონდებლობის მიხედვით წინასწარი გამოძიების დროს ბრალდებულის დაკავება 9 თვეზე მეტხანს არ შეიძლება.

შესაბამისად, პროკურატურამ ზვიად კოჩუაშვილისთვის აღვკეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე იშუამდგომლა.

შეგახსენებთ, რომ 50-წლის მამაკაცი, რომელიც 20-წლის თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების ფაქტზე 2019 წლის თებერვალში დააკავეს, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა 12 თებერვალს სასამართლო პროცესზე განაცხადა. 50-წლის მამაკაცი სოფელ ხელთუბნიდანაა, როგორც ირკვევა, ის გარდაცვლილის თორნიკე მერებაშვილის ოჯახის მეზობლად ცხოვრობს.

პროკურატურის მტკიცებით 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, სოფელ ხელთუბნის გზაზე მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და გადაუარა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილს.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება.

იხ. ამავე თემაზე:
გორის პროკურორისა და პოლიციის უფროსის ფარული შეხვედრა თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე
ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის საქმეზე დაკავებული მეზობელი ბრალს არ აღიარებს
ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ მამაკაცი ავარიის მუხლით დააკავა
ხელთუბანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილის მამა: ,,ბიძაშვილს დაურეკა, დაჭრილი ვარო"
Print

სტატიის გამოყენების პირობები