გორის ქუჩებში ახალი ურნები დაიდგა (ფოტო)
ამის შესახებ ინფორმაცია Qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოდან მიაწოდეს.

სააგენტოს ინფორმაციით, 50 დეკორატიული ურნა ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშივილის ქუჩაზე, სტალინის სახლ-მუზეუმის, შიოს წყაროს და ბარათაშვილის სკვერებში, ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდა.

,,უახლოეს პერიოდში ურნების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ქალაქის მასშტაბით დამატებით 200 ცალი მცირე ზომის ურნა განაწილდება. გარდა ამისა, მოხდება არსებული ურნების განახლება, რომელიც საჭიროების შესაბამისად ქალაქში ქუჩებში და სკვერებში განთავსდება,"- აცხადებენ სააგენტოში.







Print

სტატიის გამოყენების პირობები