სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოში (ე.წ ძაღლთა თავშესაფარი)
2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე გატარებულ
სამუშაოებზე ჯამში 
96 071 ლარი და 45 თეთრი
დახარჯა.
ანგარიში სააგენტომ 8 ნოემბრს გორის საკრებულოს სხდომაზე
წარადგინა.
11 თვის განმავლობაში სააგენტოში 
96 071 ლარი და 45
თეთრი დაიხარჯა:
შტატიან თანამშრომლებზე - 
49 658 ლარი და 66
თეთრი;
შტატგარეშე თანამშრომლებზე - 
22 400 ლარი 54
თეთრი;
ცხოველთა კვებაზე - 
11 663 ლარი;
სამედიცინო ხარჯებზე - 
7 177 ლარი და 59 თეთრი.
2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 15 ოქტომბრის ჩათვლით საწვავზე ჯამში
5 171 ლარი და 66 თეთრია გახარჯული.
საწვავის ხარჯები თვეების მიხედვით:
იანვარი - 
503,05 ლარი;
თებერვალი - 
453,68 ლარი;
მარტი - 
669 ლარი;
აპრილი - 
247,53 ლარი;
მაისი - 
642,64 ლარი;
ივნისი - 
647,28 ლარი;
ივლისი - 
664,07 ლარი;
აგვისტო - 
645,41 ლარი;
სექტემბერი - 
699 ლარი.
2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე ჩატარებული
სამუშაოები:
260 - სტერილიზაცია;
114 - კასტრაცია;
დაჭერილი - 795 ძაღლი (მათ შორის განმეორებით);
გაჩუქებულია - 128 ძაღლი და 74 ლეკვი;
დაღუპულია - 70 ძაღლი და 101 ლეკვი.
ამჟამად სააგენტოში არის 80 ძაღლი და 28 ლეკვი.
 
			 
			
სტატიის გამოყენების პირობები