ძაღლთა თავშესაფარში ცხოველების კვებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, საწვავზე და თანამშრომლების ხელფასებზე 11 თვეში 96 000 ათასი ლარი დაიხარჯა
სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოში (ე.წ ძაღლთა თავშესაფარი) 2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე გატარებულ სამუშაოებზე ჯამში 96 071 ლარი და 45 თეთრი დახარჯა.

ანგარიში სააგენტომ 8 ნოემბრს გორის საკრებულოს სხდომაზე წარადგინა.

11 თვის განმავლობაში სააგენტოში 96 071 ლარი და 45 თეთრი დაიხარჯა:

შტატიან თანამშრომლებზე - 49 658 ლარი და 66 თეთრი;
შტატგარეშე თანამშრომლებზე - 22 400 ლარი 54 თეთრი;
ცხოველთა კვებაზე - 11 663 ლარი;
სამედიცინო ხარჯებზე - 7 177 ლარი და 59 თეთრი.

2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 15 ოქტომბრის ჩათვლით საწვავზე ჯამში 5 171 ლარი და 66 თეთრია გახარჯული.

საწვავის ხარჯები თვეების მიხედვით:

იანვარი - 503,05 ლარი;
თებერვალი - 453,68 ლარი;
მარტი - 669 ლარი;
აპრილი - 247,53 ლარი;
მაისი - 642,64 ლარი;
ივნისი - 647,28 ლარი;
ივლისი - 664,07 ლარი;
აგვისტო - 645,41 ლარი;
სექტემბერი - 699 ლარი.

2018 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 ოქტომბრამდე ჩატარებული სამუშაოები:

260 - სტერილიზაცია;
114 - კასტრაცია;
დაჭერილი - 795 ძაღლი (მათ შორის განმეორებით);
გაჩუქებულია - 128 ძაღლი და 74 ლეკვი;
დაღუპულია - 70 ძაღლი და 101 ლეკვი.

ამჟამად სააგენტოში არის 80 ძაღლი და 28 ლეკვი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები