ხაშურში ტურისტული ცენტრი აშენდება
ხაშურის მუნიციპალიტეტმა შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 62 650 ლარი გამოიყო.

ტურისტული ცენტრი ბორჯომის ქუჩაზე აშენდება და იქ მისული ვიზიტორები ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

ცენტრის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 63 დღის ვადაში უნდა დასრულდეს, წინადადებების მიღება 27 ნოემბერს მთავრდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები