გორის მე-10 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ მე-10 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მე-6 დღეა არ მიმდინარეობს.

ინფორმაცია Qartli.ge-ს ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელმა დაუდასტურა.

„მე-10 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რის გამოც შეწყვეტილია სააღმზრდელო პროცესი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და პატარები განახლებულ შენობაში ივლიან. ტენდერი ზაფხულში მერიამ გამოაცხადა, თუმცა ჩავარდა. საჭირო გახდა ტენდერის მეორედ გამოცხადება, ამან კი სააღმზრდელო პროცესის დროებით შეჩერება გამოიწვია“- აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი.

გორის მე-10 საბავშვო ბაღში დაახლოებით 200-მდე აღსაზრდელი ირიცხება.

გარდა მე-10 საბავშვო ბაღისა სააღმზრდელო პროცესი ხვალიდან 2 დღით შეჩერდება გორის მე-14 საბავშვო ბაღშიც, მიზეზი ამ შემთხვევაშის სარემონტო სამუშაოებია.


Print

სტატიის გამოყენების პირობები