გორის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს
გორის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ესწრებიან.

გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 41 400 000 ლარით განისაზღვრა.

Qartli.ge-ს ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიაწოდა.

დავით რაზმაძე აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერების ხარჯზე 62 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

„2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტი 38 346 200 ლარი იყო, ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით მივიღეთ 16 267 800 ლარი, მომავა წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. პრიორიტეტები იქნება ინფრასტრუქტურა, რისთვისაც 17 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა, განათლების კუთხით გათვალისწინებულია 10 მილიონ ლარზე მეტი, მესამე ადგილზე კულტურული და სპორტული ღონისძიებებია, რისთვისაც სავარაუდოდ 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო და შემდეგ მოდის ჯანდაცვა და სოციალური სფერო, ამ შემთხვევაში ჩვენ 2 მილიონ ლარზს გამოვყოფთ,“- აცხადებს რაზმაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები