32 წლის კახაბერ ავაზნელს ახლობლები 10 დღეა ეძებენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდიდან დაკარგულ მამაკაცს ახლობლები 10 დღეა ეძებენ.

ტინისხიდის მკვიდრი 32 წლის კახაბერ ავაზნელი ოჯახის წევრებმა ბოლოს 10 ნოემბერს ნახეს. მათი თქმით, დაკარგული მამაკაცი მას შემდეგ არავის უნახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო სამუშაოებში 15 ნოემბრიდან ჩაერთო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები